,,თავისუფალ უნივერსიტეტში"
2025-2026 სასწავლო წლის 10 ნოემბერს შპს,,კანდიდი“საშუალო სკოლის მე-10 ა კლასის მოსწავლეებთან
ერთად განვახორციელეთ გასვლითი აქტივობა ქ.თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კამპუსში,
სადაც მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბიოლოოგიის მუზეუმი, ფიზიკის ლაბორატორია,ქიმიის ლაბორატორია
და კულინარიის დეპარტამენტი. მოსწავლეებისთვის
საინტერესო, შთამბეჭდავი და ამავდროულად სახალისო აღმოჩნდა აღნიშნული აქტივობა. განსაკუთრებული
კურადღებით დაათვალიერეს ბიოლოგიის მუზეუმი,სადაც დაცული იყო სხვადასხვა ფაქტორებით გამოწვეული მუტაციის
შედეგად ჩამოყალიბებული ანომალიების ექსპონანტები, სიმსივნური დაავადებების მულაჟები,
სხვადასხვა სახეობის ცხოველების, მწერებისა თუ ქვეწარმავლების ფიტულები. ექსკურსიის
ბოლოს მოსწავლეები ვერ მალავდნენ აღფრთოვანებას,
ერთმანეთს უზიარებდნენ მიღემულ შთაბეჭდილებებს და ემოციებს. რამდენიმე მათგანმა იქვე დასახა სამომავლო
პროფესიის არჩევის შესახებ გეგმა და ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის უპირატესობას.
ვთვლი, რომ მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებს
თვალსაწიერის გაფართოებაში, უადვილებს გადაწყვეტილების მიღებას სამომავლო გეგმების
შესახებ. იგებენ ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას
და რაც მთავარია აღრმავებს კომუნიკაციის, გუნდურობისა და თანამშრომლობით უნარებს მოსწავლეებში.
ბიოლოგიის მასწავლებელი:
ე. მოლაშხია
თარიღი:
10.11.2025
.jpeg)
.jpeg)
.jpeg)

.jpeg)
.jpeg)
.jpeg)
.jpeg)

Комментариев нет:
Отправить комментарий